რეზონანსი
05.12.2023

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იურაი ბლანარი აცხადებს, რომ არსებულ პირობებში ვერ წარმოუდგენია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

"ეს ძალიან სერიოზული საკითხია. მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ვერ წარმომიდგენია [უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება]. მე მაინტერესებს, მაგალითად, როგორ დაასაბუთებს ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას და უპასუხებს კითხვას, როგორ შეგვიძლია დავიწყოთ მოლაპარაკებები სამხედრო კონფლიქტში მყოფ ქვეყანასთან", - აღნიშნა სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

იურაი ბლანარი მიიჩნევს, რომ უნდა არსებობდეს უკრაინისათვის მომავალში წევრობის პერსპექტივა, მაგრამ ყველა წესის დაცვით, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა სხვა ქვეყნისთვის, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო, ან დასავლეთ ბალკანეთი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×