რეზონანსი
05.12.2023

დღეს ვართ უნგრეთში, ქვეყანაში, რომელიც არის საქართველოს მეგობარი. პარტიულ სტრუქტურებთანაც გვექნება შეხვედრა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. „თანამშრომლობის თემა, რასაკვირველია, აქტუალურია. სულ მალე იქნება მიღებული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას ევროინტეგრაციის გზაზე. რასაკვირველია, აქ უნგრეთი, მისი მეგობრობა, მისი მყარი პოზიცია საქართველოს მხარდასაჭერად არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი", - აღნიშნა ვოლსკიმ. „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, პარტიის წევრებთან ერთად, უნგრეთის ვიცე-პრემიერის მიწვევით ბუდაპეშტშია. ვიცე-პრემიერის გარდა, დაგეგმილია შეხვედრები ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილესთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×