რეზონანსი
05.12.2023

ეს არის ევროკავშირის შიდა დისკუსიები, რომელშიც რა თქმა უნდა, ჩვენ არ და ვერ ჩავერთვებით. ჩვენ ჩვენი საკითხი გვაინტერესებს. ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაცია გვაქვს და ამას არაფერი უშლის ხელს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა. „ეს არის ევროკავშირის შიდა დისკუსიები, რომელშიც რა თქმა უნდა, ჩვენ არ და ვერ ჩავერთვებით. ჩვენ ჩვენი საკითხი გვაინტერესებს. ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაცია გვაქვს და ამას არაფერი უშლის ხელს. ვხედავთ, რომ ამას საჯაროდ არც ერთი ქვეყანა კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს, ამიტომ, ველოდებით გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით. განსაკუთრებით საქართველოში საუბარია, რომ განხილვა იყოს პაკეტად თუ ა.შ. არ ვიცი, შარშან, ივნისში, არ იყო ეს პაკეტი? რატომ იყო სხვადასხვა გადაწყვეტილებები? ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არაფერი უშლით ხელს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღონ. ამიტომ, მხოლოდ პოზიტიურ გადაწყვეტილებას ველოდებით", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×