რეზონანსი
05.12.2023

„ნაცმოძრაობა" 20 წელი პრობლემას უქმნიდა საქართველოს და ახლა გადავიდნენ საკუთარი თავისთვის პრობლემის შექმნაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში" ხდება ეს მათი პოლიტიკური დასასრულია. „მგონი, რაც „ნაცმოძრაობაში" ხდება, დიდი ინტერესის საგანი აღარ უნდა იყოს. ეს მათი შიდა პრობლემაა. როგორც იქნა, ისინი გადავიდნენ საკუთარი თავისთვის პრობლემის შექმნაზე. ისინი აქამდე, 20 წელი პრობლემას უქმნიდნენ საქართველოს და ახლა თავად შეუქმნეს საკუთარ თავს პრობლემა. საბოლოო ჯამში, ეს ძალიან კარგია - პოლიტიკური დასასრულია. როცა შენს სამშობლოს ებრძვი, ბოლოს ასე დაამთავრებ. რაც უფრო მეტად დაიშლება და დაქუცმაცდება ეს ორგანიზაცია, მით უფრო კარგია, რადგან შეუძლებელია საქართველოში პოლიტიკური გასაქანი ჰქონდეს პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც დაფუძნებულია ძალადობაზე, წამების სისტემის შექმნასა და კორუფციაზე. რაც უფრო მეტად და მალე დაიშლება, მით უფრო კარგია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×