რეზონანსი
06.12.2023

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, 6 დეკემბერს, თბილისის ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება 7 საათით შეუწყდება.

„6 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, საბურთალოს რაიონში, ვაჟა ფშაველას გამზ. N8-თან, წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

„წვიმა, თოვლ-ჭყაპი, ძლიერი ქარი”-საქართველოში ამინდი უარესდება

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 6 დეკემბერს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში:

ვაჟა-ფშაველას გამზ. N 8, 10, 12, 28, 30, 30ა, 30ბ, 32, ალ ყაზბეგის გამზ. N 11, 11ა, 13, 15, 29/1, 29ა, 29ბ, 29/19, 29/20, 29/22, ტაშკენტის ქ. 14, 17.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×