რეზონანსი
06.12.2023

პოლონეთის პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან 19 წლის გოგონას გატაცებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. გატაცებულიც, სავარაუდოდ, ქართველია, რადგან პოლიციას მომხდარის შესახებ მისმა დედამ შეატყობინა, რომელიც სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, ასევე საქართველოს მოქალაქეა:

"ახალგაზრდა ქალი მამაკაცებმა ძალით წაიყვანეს მისი საცხოვრებელი ადგილიდან სკიერნიევიცეში. პოლიციამ გოგონა სკიერნიევიციდან 180 კილომეტრში, ვირუსოვის რაიონში იპოვა. მამაკაცებს ქალისთვის თავისუფლების აღკვეთა ედებათ ბრალად და მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ისინი უახლოეს სამ თვეს პატიმრობაში გაატარებენ" - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

უწყების ცნობით, 1-ელ დეკემბერს, საქართველოს 43 წლის მოქალაქე სკიერნიევიცის პოლიციის განყოფილებაში მივიდა და აცნობა, რომ მისი 19 წლის ქალიშვილი სამმა ქართველმა გაიტაცა. კრიმინალურმა დეპარტამენტმა მალევე შეძლო გამტაცებლების იდენტიფიცირება და 5 საათში მათი დაკავება. 

დაკავებულები არიან 38, 37 და 33 წლის პირები. 19 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სავარაუდო დამნაშავეებს ოფიციალურად ბრალი 3 დეკემბერს წარუდგინეს, 4 დეკემბერს კი სასამართლომ მათ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×