რეზონანსი
06.12.2023

პრეზიდენტის ინიციატივით, 2023 წლის 8 ნოემბერს დაწყებული ხელმოწერების კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში, კვირას, 10 დეკემბერს, თბილისის დროით, 17:00 საათზე სალომე ზურაბიშვილი Zoom პლატფორმის მეშვეობით ევროპაში მცხოვრებ ემიგრანტებთან გამართავს შეხვედრას. 

"შეხვედრის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ემიგრანტმა საქართველოდან მიაწვდინოს ხმა ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ქვეყნების ლიდერებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თხოვნით.  

კამპანიის მიზანია, კიდევ ერთხელ დავანახოთ ევროპას ჩვენი საზოგადოების ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ" ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×