რეზონანსი
07.12.2023

Georgian Wings-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამ ახალ მიმართულებას ამატებს და რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს.

2024 წელს Georgian Wings-ი მგზავრებს თბილისი-ტაშკენტი-თბილისის და თბილისი-კიშინეუ-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს შესთავაზებს, ხოლო თბილისი-აქტაუ-თბილისის მიმართულებით კი სამგზავრო რეგულარულ ფრენებს კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს.

ფრენები შესრულდება ყოველ ოთხშაბათს და კვირა დღეს. ამ ავიარეისებზე მგზავრებს Georgian Wings-ი 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737-300-ით მოემსახურება. ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე დაწყებულია.

„Georgian Wings-ის მიზანია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აქციოს ჰაბად და მგზავრების საჰაერო გზით ტრანსპორტირება ევროპიდან აზიაში და პირიქით, ფრენები სწორედ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით განახორციელოს. ტრანზიტული გზით მოგზაურობისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად Georgian Wings-ი ერთიან ავიაბილეთს შესთავაზებს მგზავრებს. ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს მგზავრის კომფორტული და მარტივი მოგზაურობა, ამიტომ მგზავრებს ავიაკომპანია ავიაბილეთის მარტივად შეძენიდან დანიშნულების პუნქტამდე ფრენის გათვალისწინებით, სთავაზობს მაღალ სერვისულ მომსახურებასა და მაღალკვალიფიციურ ეკიპაჟის წევრებთან ერთად ფრენას, რათა მათი მოგზაურობა დაუვიწყარ მოგონებად იქცეს" - განაცხადა Georgian Wings-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლიკა ქორთოშიძემ.

ავიაკომპანია აქტიურად მუშაობს დამატებით ახალ მიმართულებებზე. Geosky-ის სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა. რეგულარულ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, კიშინეუ, ტაშკენტი, ბაქო, აქტაუ, ბათუმის მიმართულებით შეასრულებს.

ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით რეისებს 2023 წლის ივლისის ბოლოდან, ხოლო ბაქოს მიმართულებით სექტემბრის დასაწყისიდან ახორციელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×