რეზონანსი
07.12.2023

ვანში პარტია "ევროპული საქართველოს" წევრი იძულების მუხლით დააკავეს. კობა ძაგნიძეს გამოძიება არასრულწლოვანი გოგონას მიმართ იძულებას ედავება.

"კურიერის" ინფორმაციით, მან 16 წლის გოგონას ავტომობილი გაუჩერა და სახლში წაყვანა შესთავაზა, უარის მიღების შემდეგ კი, აიძულა მანქანაში ჩამჯდარიყო და ტელეფონის ნომერი მიეცა.

ამის შემდეგ, კობა ძაგნიძე 16 წლის გოგოს ურეკავდა და სოციალურ ქსელში კონტაქტსაც სთხოვდა. არასრულწლოვანმა პოლიციას თავად მიმართა, რის შემდეგაც, კობა ძაგნიძე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.

კობა ძაგნიძე "ევროპული საქართველოს" პარტიის ვანის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ის წარსულში ნასამართლევია. 2014 წელს ძაგნიძე ქრთამის აღების ფაქტზე იყო დაკავებული.

რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×