რეზონანსი
07.12.2023

"ვაფუძნებ ჩემს პარტიას და ეს პარტია გააკეთებს ძალიან ბევრს ქართული დემოკრატიისთვის", - ამის შესახებ განცხადება ნიკა მელიამ პირველად "მთავარი არხის" ეთერში გააკეთა.

"არიან სკეპტიკოსები, იქნებიან. ბევრი მინახავს უკანასკნელი წლების განმავლობაში და მათ მერე პოზიცია შეუცვლიათ. მე არ მექნება პრეტენზია, [...] არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე კვალიფიციურები ვიყოთ, ხო არც ამაზე გვექნება ძალიან დიდი ამბიცია. მაგრამ რაზეც შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია, რომელზეც უნდა დაშენდეს მერე კვალიფიკაციაც, ცოდნაც, ხედვაც, იქნება ის პარტია, რომელიც დაფუძნდება. და დაფუძნდება ძალიან მალე...

ჩვენ, პრაქტიკულად, ხვალინდელი დღიდან დავიწყებთ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას. იქნება მნიშვნელოვანი შინაარსობრივი მუშაობა გასატარებელი და შესაბამის პერიოდში დაფუძნდება. და დაფუძნდება რისთვის - უამრავი ადამიანი არის დღეს არჩევანის გარეშე" - თქვა ნიკა მელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×