რეზონანსი
08.12.2023

„ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, აზერბაიჯანის და სომხეთის ერთობლივ განცხადებაზე წერს. მისი თქმით, აზერბაიჯანს და სომხეთს შორის, შეთანხმების მიღწევა მოხერხდა პირდაპირი მოლაპარაკებით, რაც გააუმჯობესებს ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას.

„ყველას გვახსოვს Politico-ს მიერ გაჟონილი ინფორმაცია, 28 სექტემბერს სახელმწიფო მდივან ბლინკენსა და დემოკრატ-კონგრესმენებს შორის სატელეფონო საუბრის თაობაზე, რომ „რამდენიმე კვირაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაიწყება საომარი მოქმედებები". გავიდა 10 კვირა და დღეს მივიღეთ აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთობლივი განცხადება:

მხარეები აცნობიერებენ, რომ შექმნილია რეგიონში მშვიდობის მიღწევის ისტორიული შესაძლებლობა;

ორ ქვეყანას შორის ნდობის განსამტკიცებლად, ბაქომ სომხეთს გადასცა 32 სომეხი ტყვე, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილი „ხელმძღვანელობის“ გარდა;

სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა აპრილში დაკავებული 2 დივერსანტი;

სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება, აზერბაიჯანის სასარგებლოდ გამოიწვიოს საკუთარი კანდიდატურა გაერო-ს ჩარჩო კონვენციის კონფერენციის (COP-29) 29-ე სესიის მასპინძლობაზე; ბაქომ მხარი დაუჭირა COP-29-ის ბიუროში სომხეთის წევრობას, ასევე მხარეები სხვა ქვეყნებს მოუწოდებენ, ხელი შეუწყონ მათ ძალისხმევას.

აღნიშნული შეთანხმების მიღწევა მოხერხდა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი მოლაპარაკებებით, რაც პოზიტიურად შეცვლის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკას და განამტკიცებს სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესებს. დაანონსებული ომი - გადაიდო“, - წერს ქართველიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×