რეზონანსი
08.12.2023

მელია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპრინციპო ადამიანი, რომელმაც რაც თქვა ყველაფერი პირიქით გააკეთა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა" შესაძლოა არა ორ, არამედ რამდენიმე ნაწილად დაიშალოს.

„მცდელობა შეიძლება იყოს დამენეჯმენტების, მაგრამ მე არ მგონია და ნაკლებად ვარ იმის მომხრე, რომ ასეთ ვითარებებს „ნაცმოძრაობაში" ვინმე ამენეჯმენტებდეს, მით უმეტეს თემურ ალასანია. ჩვენ ვთქვით არაერთხელ და ახლა ეს უკვე მოხდა „ნაცმოძრაობაში", რომ იშლება და ახლა დაიშალა ორ ნაწილად. დე იურე როგორ მოხდება ეს უკვე ტექნიკური საკითხია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს დაშლა უკვე მოხდა. დიდი ალბათობაა იმის, რომ არა ორ, არამედ ბევრ ნაწილად დაიშალოს 5 ნომერი ბრენდი. მელია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპრინციპო ადამიანი, რომელმაც რაც თქვა, ყველაფერი პირიქით გააკეთა. გახსოვთ მელიას სიტყვები, რომ არ გადავიხდი გირაოს, გადაიხადა, არ ჩავჯდები ციხეში, ჩაჯდა, არ გამოვალ ციხიდან, გამოვიდა. მერე ამბობდა, არ წავალ „ნაცმოძრაობიდან" და ისე წავიდა, ეს ხომ უნდა მოახერხო - ჯერ გააგდეს და მერე ჩაატარა ბრიფინგი მივდივარო. ასეთი უპრინციპო ადამიანია და ბუნებრივია, რომ როგორც ორიგინალი, თუ უკვე ასლი გამხდარი „ნაცმოძრაობა" და შემდგომში ეს ახალი „ნაცმოძრაობა", რომელსაც შექმნის ნიკა მელია, ერთმანეთისგან არ იქნება განსხვავებული, გარდა ჟესტიკულაციისა. მელიას მაგალითად, შეიძლება ჰქონდეს უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ მანევრები ჩაატაროს უკეთესად, ვიდრე ხაბეიშვილს. სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, რომ „ნაცმოძრაობის" გახლეჩა იყო გარდაუვალი. თემურ ალასანია უსურვებდა საქართველოს, გახლეჩილი საქართველო მინდაო და მიიღებს არა ორად, არამედ ბევრ ნაწილად გახლეჩილ „ნაცმოძრაობას", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×