რეზონანსი
12.12.2023

გზავნილები მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნები მიესალმებიან ევროკომისიის გადაწყვეტილებას და რეკომენდაციებს საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მინისტერიალის შემდეგ განუცხადა.

„დღეს და ხვალ გააგრძელებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობას. დღეს იყო ერთიანობა, პოზიტიური გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ სამმა ქვეყანამ [საქართველო, უკრაინა, მოლდოვა] უნდა მიიღოს ახალი იმპულსი ევროინტეგრაციის მიმართულებით. დღეს მთავარი ფოკუსი გავაკეთეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის მომავალზე, იმ პროექტებზე, რომელსაც ვხედავთ და ვფიქრობთ, რომ აუცილებელია რეგიონულ ჭრილში განვითარდეს. გზავნილები მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნები მიესალმებიან ევროკომისიის გადაწყვეტილებას და რეკომენდაციებს საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებაში", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×