რეზონანსი
12.12.2023

ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია, არამედ საერთო ჯამში წაადგება მოქალაქეების რეესტრის მოწესრიგებას, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვას 2011 წლამდე გაცემული ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობების გაუქმების შესახებ კანონპროექტს.

„პირადობის მოწმობებს რაც შეეხება, იცით, რომ მათ შორის ოპოზიციასთან შეხვედრის დროს არის მიღწეული შეთანხმება, ვინაიდან არსებობს ეს გამოწვევა ძველი პირადობის მოწმობებისა, რომლებიც, სამწუხაროდ, აქციების მიუხედავად, უფასოდ ჩანაცვლების მიუხედავად ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ამოღებული მიმოქცევიდან. მათ შორის არის მოქალაქეების დიდი რაოდენობა, რომლებიც შესაძლოა, უკვე საქართველოშიც დიდი ხანია არ იმყოფებიან, შესაძლოა, გარდაცვლილებიც არიან, ვინაიდან ეს ძველი პირადობის მოწმობებია, ამიტომ, ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია, არამედ საერთო ჯამში წაადგება მოქალაქეების რეესტრის მოწესრიგებას", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×