რეზონანსი
12.12.2023

იმის ალბათობა, რომ ევროკომისიის ეს ინოვაციაც - ანტირუსული კანონია, რომელიც მიზნად ისახავს "რუსული ფულის" გამჭვირვალობის ქვეშ აყვანას, თეორიულადაც კი ნაკლებად სავარაუდოა, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს. იგი ეხმიანება ევროკომისიის მიერ დემოკრატიის დაცვის პაკეტი წარდგენას, რომელიც შეიცავს ისეთ მოთხოვნას, როგორიცაა გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრაცია იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ინტერესებს წარმოადგენენ მესამე ქვეყნის სახელით. გილოცავთ! ევროკომისიამ დაამტკიცა "უცხოელი აგენტების დირექტივის პროექტი", რომელიც ავალდებულებს ნებისმიერს, ვინც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ინტერესებს წარმოადგენს, დარეგისტრირდეს ევროკავშირის "გამჭვირვალობის რეესტრში", სადაც მიუთითებს უცხო ქვეყნებიდან მიღებულ ყველა თანხას. ყველაზე მსხვილი დონორები ამ კუთხით - აშშ, დიდი ბრიტანეთი, საუდის არაბეთი, ყატარი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, ჩინეთი და...ევროკავშირის მიღმა მყოფი დანარჩენი მსოფლიოა. არა მგონია აქ რუსეთი იგულისხმებოდეს, ვინაიდან ევროკავშირის ზონაში დაიხურა ყველა ორგანიზაცია, ვინც რუსეთის ინტერესებს წარმოადგენდა, გინდ იურიდიული და გინდ ფიზიკური პირების დონეზე. ნაკლებად სავარაუდოა, იგულისხმებოდეს ის რუსეთი, რომელთანაც შეწყვეტილია ნებისმიერი ტიპის საბანკო ურთიერთობა და უმკაცრესი კონტროლის ქვეშ არის აყვანილი EU-ს სივრცეში რუსეთიდან "ქეშის" შემოტანის ნებისმიერი მცდელობა "რუსეთის ინტერესების მატარებელი სუბიექტის" სასარგებლოდ. ეს უკანასკნელი გარემოება მნიშვნელოვანია, ვინაიდან იმის ალბათობა, რომ ევროკომისიის ეს ინოვაციაც - ანტირუსული კანონია, რომელიც მიზნად ისახავს "რუსული ფულის" გამჭვირვალობის ქვეშ აყვანას, თეორიულადაც კი ნაკლებად სავარაუდოა. ოღონდ არა ჩვენი ადგილობრივი სექტანტებისთვის, რომლებიც ვალდებულებიც კი არიან, ევროპის სწორედ ასეთ ინიციატივას მიაკერონ რუსული სარჩული. წინააღმდეგ შემთხვევაში მარტის აქციების "ნარატივი" - გაუქმებულად შეიძლება ჩაითვალოს...", - წერს დავით ქართველიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×