რეზონანსი
12.12.2023

გამოვთქვამთ მზაობას, რომ ევროინტეგრაციის მონაპოვარი თანაბრად გავავრცელოთ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე; შევთავაზოთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს ახალი შესაძლებლობები და უკეთესი მომავლის პერსპექტივა ერთიან, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოში, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმაში გამოსვლისას განაცხადა. „პატივცემულო პარლამენტის წევრებო, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე გამოწვევების, პროვოკაციული ქმედებებისა თუ უფრო ფართო რეგიონში შექმნილი ვითარების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა განუხრელად, თანმიმდევრულად და ინტენსიურად განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და ამ მხრივ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - საკუთარი სამშვიდობო ვალდებულებების ერთგული რჩება. იმავდროულად, უწყვეტად მუშაობს, რათა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა უახლოეს მომავალში რეალობად აქციოს. სწორედ მშვიდობის განმტკიცების, სტაბილურობის და მდგრადი განვითარების პრინციპები, ეროვნული და ერთიანი ევროპული ღირებულებები ქმნის მყარ ფუნდამენტს ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად. გამოვთქვამთ მზაობას, რომ ევროინტეგრაციის მონაპოვარი თანაბრად გავავრცელოთ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე; შევთავაზოთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს ახალი შესაძლებლობები და უკეთესი მომავლის პერსპექტივა ერთიან, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოში. დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა, განვითარება და ევროპული მომავალი, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველა ჩვენგანის ისტორიული არჩევანია", - განაცხადა ახვლედიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×