რეზონანსი
13.12.2023

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში არსებული უნგრული თემების ორგანიზაციას საპასუხო წერილი გაუგზავნა. ვიქტორ ორბანის თქმით, ახლა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასაწყებად შესაფერისი დრო არ არის, რადგან ევროკომისიამ ვერ შეძლო მისი სათანადოდ მომზადება დეკემბრის ევროსაბჭოს შეხვედრისთვის. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ უნგრეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა დაიცვას უკრაინაში უნგრული თემის უფლებები.

აღსანიშნავია, რომ მანამდე უნგრული თემის ლიდერებმა წერილით პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და ევროსაბჭოს პრეზიდენტ - შარლ მიშელს თხოვნით მიმართეს, რათა მხარი დაეჭირათ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისთვის.

შეგახსენებთ, რომ დღეს ვიქტორ ორბანი საპარლამენტო დებატებზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ისაუბრებს და უნგრეთის პარლამენტს თავის პოზიციას განუმარტავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×