რეზონანსი
14.12.2023

ამერიკელმა მოსამართლემ შეაჩერა ფედერალური საქმე, რომლის ფარგლებშიც დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნების შედეგების უკანონოდ გაუქმების მცდელობას ედავებიან, ვიდრე ყოფილი პრეზიდენტი იმუნიტეტთან დაკავშირებულ საკითხს ასაჩივრებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

აშშ-ის საოლქო მოსამართლემ ტანია ჩუტკანმა განაცხადა, რომ ტრამპის მიმდინარე მიმართვა დროებით აჩერებს ყველა აქტივობას, რომელიც საქმეს სასამართლო პროცესზე გადაიყვანს, რომლის ჩატარებაც დაგეგმილია 2024 წლის მარტში. როგორც მედია წერს, ტრამპი ასაჩივრებს ჩუტკანის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მოსამართლემ თვის დასაწყისში საპრეზიდენტო იმუნიტეტთან დაკავშირებით მიიღო.

„ეს არის ტრამპისა და ჩვენი კანონის უზენაესობის დიდი გამარჯვება“, – განაცხადა დონალდ ტრამპის სპიკერმა, სტივენ ჩუნგმა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება „შეაფერხებს“ სპეციალურ პროკურორ ჯეკ სმიტის „სწრაფვას განსჯის სტრატეგიაზე 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×