რეზონანსი
14.12.2023

სტორიული სამიტის დაწყებამდე საათზე ნაკლები რჩება - დღეს ან ხვალ გაირკვევა, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ჩვენთან ერთად ბრიუსელის გზავნილს ელოდება უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცოგოვინა.

27 ქვეყნის ლიდერმა პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გაფართოების საკითხზე. ევროპული საბჭოს გარდა ყველა ევროპულ სტრუქტურას მწვანე შუქი აქვს ანთებული - ახლა უკვე ლიდერების პოლიტიკური გადაწყვეტილების ჯერია.

ჩვენი დროით დაახლოებით 13:00 საათზე ევროპული საბჭოს წევრები შეხვედრას დაიწყებენ. მათ ორი დღის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული დისკუსია ელით, ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ საერთო კონსენსუსით უნდა მიიღონ - საჭიროა ყველას ხმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, კომისიის მიერ შემუშავებული ანგარიშის მიხედვით, ქვეყნების გაწევრიანების მიმართულებით წინსვლა უნდა გაგრძელდეს, თუმცა პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული. ფონ დერ ლაიენის თქმით, სწორედ ეს იქნება დღეს განხილვის საკითხი.

"ჩვენ შევიმუშავეთ კომისიიის ანგარიში. ეს მიუთითებს ბევრ კარგ არგუმენტზე, რომ ქვეყნების გაწევრიანების მიმართულებით წინსვლა გავაგრძელოთ. პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული. ეს ერთის მხრივ არის წახალისება კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომ გამოიმუშაონ დამსახურება აუცილებელი რეფორმების გატარებით. მეორეს მხრივ, ასევე აუცილებელია, რომ ჩვენ თავად ევროკავშირმა ვიცოდეთ, რომ მიღებული შედეგი ნამდვილად დამსახურებულია. სწორედ ეს იქნება განხილვის თემა," - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

რაც შეეხება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოებას უჭერს მხარს და იმედოვნებს, რომ ყველა სირთულის გადაჭრას შეძლებენ.

"გვექნება დისკუსია 27 წევრ სახელმწიფოს შორის. მანამდე შემიძლია მხოლოდ ჩემი პირადი პოზიცია გაგიზიაროთ. მე გაფართოების ნაწილში პროგრესს ვუჭერ მხარს და იმედი მაქვს ყველა სირთულის გადაჭრას შევძლებთ. გზავნილი დღეს ოპტიმისტურია - თუ დღევანდელ სიტუაციას შევადარებთ რამდენიმე წლის ან თუნდაც თვის წინანდელ მოცემულობას, შეგვიძლია ვიგრძნოთ, რომ დღეს გაცილებით ძლიერი საერთო სურვილია, რომ გაფართოვებას სერიოზულად მივუდგეთ. ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ სირთულეები ან გამოწვევები დაუყოვნებლივ გადაილახება, მაგრამ არსებობს მკაფიო სურვილი სწრაფი წინსვლისა და სირთულეების დაძლევის," - განაცხადა ​შარლ მიშელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×