რეზონანსი
14.12.2023

პარტია „საქართველოსთვის" წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა შეძლო, რომ ბოლო პერიოდში ღირსეული პოზიცია დაეფიქსირებინა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა ბოლომდე მიიყვანოს მანდატი.

„სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტს წარმოადგენს. ის ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას ნაკლებად მოსწონს, ჩვენ პიროვნებაზე არ ვსაუბრობთ, მასზე ვსაუბრობთ, როგორც ინსტიტუციაზე. მან შეძლო, რომ ბოლო პერიოდში ღირსეული პოზიცია დაეფიქსირებინა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე. რაც შეეხება მის როლს, მნიშვნელოვანია, რომ მან ბოლომდე მიიყვანოს მანდატი. მას 2024 წელს პრეზიდენტის მანდატი უნდა ჰქონდეს. შესაძლოა, ის ამ დროისთვის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი აღმოჩნდეს და მისი მხრიდან არჩევნების დაცვა მნიშვნელოვანი იქნებოდა", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

კითხვაზე, „სალომე ზურაბიშვილი თუ არჩევნებში ჩაერთვება, თქვენს გუნდში ვიხილავთ?", - ანა ბუჩუკური პასუხობს: „მისი გადასაწყვეტია, მანდატს ბოლომდე შეასრულებს, თუ ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იქნება. რაც შეეხება, გიორგი გახარიასთან ვიხილავთ თუ არა, ეს ისეა, როგორც ბადრიჯანს რომ ფრთები ჰქონდეს, მერცხალი იქნებოდა. დანარჩენი ჭორაობაა".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×