რეზონანსი
17.12.2023

ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ ყველა დაბრკოლების დაძლევა და ამაში განსაკუთრებული, მე ვიტყოდი, მთავარი წვლილი ქართველ ხალხს მიუძღვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას" საქართველოსთვის კანდიდატის სტატსის მინიჭების საკითხზე საუბრისას განუცხადა.

„ჩვენ ყველა ვხედავდით, თუ როგორ მოქმედებდა ქვეყნის შიგნით ოპოზიცია, როგორ მოქმედებდა სალომე ზურაბიშვილი, როგორ აწარმოებდნენ ისინი აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ისინი ახორციელებდნენ იმ პროცესის საბოტაჟს, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას. ეს იყო ძალიან სერიოზული დაბრკოლება. ვიცით, რომ მათ ასევე ჰყავთ საკუთარი ლობისტები ქვეყნის გარეთ. ეს ადამიანებიც ჩართული იყვნენ ქვეყნის საწინააღმდეგო აგიტაციაში. ყველაფრის მიუხედავად ჩვენ მოვახერხეთ ყველა დაბრკოლების დაძლევა და ამაში განსაკუთრებული, მე ვიტყოდი, მთავარი წვლილი ქართველ ხალხს მიუძღვის", - განაცხადა კობახიძემ.

ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×