რეზონანსი
17.12.2023

მათ ყველანაირად სცადეს, რომ შეეფერხებინათ ამ საქველმოქმედო პროექტის გაგრძელება. აქედან ჩანს, რამდენად მავნებლები არიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას" ფონდ „ქართუს" დენდროლოგიური პარკის პროექტზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, მათ მედიასაშუალებებთან ერთად ცდილობდნენ, ხეების საქართველოში ტრანსპორტირება შეეფერხებინათ.

„ისინი ერთგვარ პოლიტიკურ-ლობისტურ საქმიანობას აწარმოებდნენ ამ პროექტის წინააღმდეგ. მათ შორის, კენიის ხელისუფლებასთან ჰქონდათ კომუნიკაცია ამ თემასთან დაკავშირებით და ამის გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ხეების ტრანსპორტირება საქართველოში შეფერხდა. ანუ, მათ ყველანაირად სცადეს, რომ შეეფერხებინათ ამ საქველმოქმედო პროექტის გაგრძელება. აქედან ჩანს, რამდენად მავნებლები არიან ისინი", - აღნიშნა კობახიძემ.

დენდროლოგიური პარკი, ისე როგორც ფონდ „ქართუს" ყველა საქველმოქმედო პროექტი, წლებია რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების და მათი მედიასაშუალებების სამიზნეა. მათ ფეიკნიუსების ახალი ტალღის მიზეზად დენდროპარკისთვის კენიიდან ბაობაბების ტრანსპორტირება გამოიყენეს. ოპოზიციურმა მედიებმა ამ თემით სკანდალის შექმნა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, კენიიდან ფოთამდე 8 ბაობაბის ჩამოტანის შემდეგ სცადეს. ისინი ამტკიცებდნენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ხეები კანონდარღვევით შეისყიდა, რამაც კენიის მოსახლეობაც კი აღაშფოთა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×