რეზონანსი
17.12.2023

კიდევ ერთი მსოფლიო მასშტაბის ხელოვანი დაკარგა საქართველომ - ცნობილი ქართველი რეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ოთარ იოსელიანის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფიის, - ნათქვამია თბილისის მერის კახა კალაძის სამძიმრის წერილში, რომელსაც იგი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„გიორგობისთვე", „იყო შაშვი მგალობელი", „პასტორალი", „მთვარის ფავორიტები", „პეპლებზე ნადირობა" და სხვა - ესაა ოთარ იოსელიანის მკვეთრი ინდივიდუალური ხელწერით გადმოცემული კინო ამბები ადამიანებზე, მათ ღირებულებებზე, კონფორმიზმის საფრთხეებზე.

ოთარ იოსელიანმა ხანგრძლივი მოღვაწეობის გზაზე დაგვიტოვა საკუთარი სათქმელი, მდიდარი შემოქმედების სახით.

სამძიმარს ვუცხადებ მთელ საქართველოს!", - წერს კახა კალაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×