რეზონანსი
17.12.2023

გერმანია და საქართველო მიგრაციის ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, რომლის მიხედვითაც გერმანიაში ლეგალურად დასაქმება და გერმანიიდან არალეგალების დეპორტაცია გამარტივდება.

Spiegel წერს, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად თბილისში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი ჩამოვა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურს შეხვდება.

"ამგვარად, ჩვენ შესაძლებლობას მივცემთ კვალიფიციური მუშაკების ემიგრაციას და ამავდროულად, შევთანხმდებით, რომ გერმანიაში დარჩენის უფლების არმქონე ადამიანები დაბრუნდებიან სახლში", - თქვა მინისტრმა.

მან დაამატა, რომ საქართველო "საშიშ ქვეყნად" არ განიხილება და დევნის სავარაუდო რისკის საფუძველზე თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი 0.3%-ია.

მინისტრის ინფორმაციით, ნოემბრის მონაცემებით, 2023 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებისგან თავშესაფრის 8 000-ზე მეტი განაცხადი შევიდა.

მედიის თანახმად, მსგავსი დოკუმენტი მოლდოვასთან და კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან მზადდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×