რეზონანსი
17.12.2023

„გავითიშე, მოვწყდი, არაფერი არ მესმოდა, კანკალი დამეწყო... მამას და ძმებს, დედამ უთხრა“ - ბაბი კირკიტაძე

მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის ნახვის პირველი წუთები გაიხსენა:

„როდესაც ეს ვიდეო დავინახე, დედასთან ერთად ვიყავი. სახლში მივდიოდით, მანქანაში ვისხედით. გავხსენი ვიდეო ტელეფონში და არც ვიცი, როგორ შევაფასო და რა სიტყვებით რაც მაშინ დამემართა. გავითიშე, მოვწყდი, არაფერი არ მესმოდა... კანკალი დამეწყო. დედა მეკითხებოდა რა მოხდაო და პირდაპირ გადავაწოდე ტელეფონი. მერე გავიაზრე, რომ ჩემთვის ამოუხსნელი ამბავი მოხდა, მაგრამ მშობლისთვის კიდევ უარესი. მერე ორმა მეგობარმა დამირეკა და მითხრეს, რომ ვიდეო გავრცელდაო.

რაც შეეხება მამას და ძმებს, დედამ უთხრა ამის შესახებ, მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ. სულ იმაზე ვფიქრობ, რომ დედას ჩემი მიზეზით რამე არ მოუვიდეს, მაგრამ ის ძლიერია. ძლიერ მხარდაჭერას ვგრძნობ მისგან.

ის წამები, როდესაც ამაზე სტატუსს ვწერდი, ისიც არანორმალურად რთული იყო. ახლა მაქვს ერთი მიზანი, ეს ამბავი მივიყვანო ბოლომდე“, – თქვა "იმედის კვირის" ეთერში ბაბი კირკიტაძემ.

მომღერალმა აღნიშნა, რომ ვიდეო ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„ვიდეო ვიპოვე და დამხვდა სრული უბედურება. ჩემი ვიდეოს, ამ ფაბრიკაციის გარდა აქ იყო 44 სხვა გოგონას ვიდეო, მათ შორის არასრულწლოვნების და მაშინ მივხვდი, როგორი დაუცველია ქალი, გოგონა და როგორ შეიძლება ნებისმიერი მოქალაქე გახდეს ასეთი ავადმყოფების მსხვერპლი. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გადავეცი გამოძიებას. ცილისწამება ყოფილა თავზარდამცემი, ჯოჯოხეთური ამბავია“, – აღნიშნავს ბაბი.

წამყვანის კითხვაზე, ვის შეიძლება ეს გაეკეთებინა, მომღერალი პასუხობს, რომ არ იცის.

„წარმოდგენაც კი არ მაქვს. ასე ხილულად მტერი არ მყავს, მაგრამ ამ ვიდეოს გაკეთება ვის ტვინში მოიხარშა და რატომ გადაწყვიტა ამ მეთოდებით მებრძოლოს, არ ვიცი“, – ამბობს ბაბი კირკიტაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×