რეზონანსი
18.12.2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძაღლის მიერ დაკბენილი ლაზარეს შესახებ ახალ ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს.

„მეგობრებო დიდი ამბავი გვაქვს. ოპერაცია სახელმწიფომ სრულად დაუფინანსა.

რაც თანხა ჩაირიცხა, მოხმარდება სხვადასხვა გამოკვლევებს. რაც კი დარჩება, ლაზარესავით გაჭირვებულ ბავშვს მოხმარდება. ამიტომ თანხები აღარ გვესაჭიროება, გაავრცელეთ, რომ ის ძველი პოსტები წაიშალოს.

არც ერთი თეთრი ტყუილად არ დაიკარგება და გთხოვთ, ცუდ ინფორმაციებს ნუ ავრცელებთ, ასეთ ამბავზე არავინ აიღებს ტყუილად ფულს!

დიდი მადლობა ყველას… ღმერთმა სიკეთით დაგიბრუნოთ უკან ყველა გაღებული თეთრი…

ძლიერი ბიჭია ლაზარე, ხვალ გაუკეთდება ოპერაცია და ატიტინდება ისევ ძველებურად გაახარებს მის დედიკოს და მამიკოს“ - წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი ლიკა ჩავლეშვილი.

ინფორმაციისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, 2 დღის წინ,  5 და 2.7 წლის ძმები ქუჩაში პიტბულმა დაკბინა. უფროსი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის სახლში იმყოფება. პატარა ლაზარეს მდგომარეობა კი რთულია, ის ჯერ ქუთაისში გადაიყვანეს რეანიმობილით, შემდეგ კი თბილისში, იაშვილის კლინიკაში. გუშინ კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ბავშვის მდგომარეობა მძიმედ შეაფასა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×