რეზონანსი
18.12.2023

უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების დასამტკიცებლად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნგრეთს შესაძლოა, ხმის უფლება ჩამოართვან. აღნიშნული 14-15 დეკემბრის სამიტის დროს უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა დაბლოკა.

Financial Times-ის ინფორმაციით, ზოგიერთი ოფიციალური პირი განიხილავს, რომ კანონის უზენაესობის დარღვევისთვის გამოიყენონ 2007 წლის ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული დებულებები, რამაც შეიძლება შეაჩეროს ხმის (ვეტოს) უფლება.

ოფიციალური პირების თქმით, თუ ორბანის გადარწმუნება ვერ მოხერხრდა, ევროკავშირის 26 წევრ სახელმწიფოს შეუძლია მიაღწიოს შეთანხმებას უკრაინის დახმარების შესახებ, თითოეულს მხრიდან ინდივიდუალურად. მედია წერს, რომ ამას დიდი დრო დასჭირდება და საკითხის მოკლევადიანი გადაწყვეტა იქნება. 

შესაძლოა, უნგრეთმა მეტი პრობლემა შექმნას. შესაძლოა უნგრეთმა გვაიძულებს გამოვიყენოთ რამდენიმე განსხვავებული ინსტრუმენტი. მაგრამ საბოლოოდ, უნგრეთი ვერ შეგვიშლის ხელს უკრაინისთვის ფულის მიწოდებაში", - აცხადებს ევროკავშირის მაღალჩინოსანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×