რეზონანსი
18.12.2023

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ისრაელში ჩავიდა. მედია წერს, რომ ძლიერდება საერთაშორისო ზეწოლა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ცნობილია, რომ ოსტინი მოლაპარაკებებს გამართავს ისრაელელ კოლეგასთან, იოავ გალანტთან და პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მოსალოდნელი იყო განხილვის საგანი ყოფილიყო ისრაელის გეგმა ომის შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესახებ.

შაბათ-კვირას საფრანგეთმა გააჟღერა მოწოდება "დაუყოვნებელი და გრძელვადიანი ზავის" შესახებ, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ მოითხოვეს "მდგრადი ცეცხლის შეწყვეტა".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×