რეზონანსი
18.12.2023

არც ადრე ვატყუებდით მოსახლეობას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და არც ახლა ვატყუებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განუცხადა.

„რაც შეეხება იმ ტყუილებს, რომელსაც ავრცელებდა ოპოზიცია, რომ თითქოს კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული ეკონომიკური, ფინანსური სარგებელი და ა.შ., ეს ყველაფერი იყო ტყუილი. კანდიდატის სტატუსი, ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის და გარშემო სახელმწიფოების მიმართ. ეს არის ის რეალური შეფასება, რაც არის სინამდვილესთან თანხვედრაში", - აღნიშნა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×