რეზონანსი
18.12.2023

2008 წლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით სხვადასხვა სახის ფორუმები იმართებოდა და „ნაციონალური მოძრაობა" არათუ მონაწილეობდა ამ ფორუმებში, არამედ თანხმობა მისცა რუსეთს, რომ გაწევრიანებულიყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და ერთადერთი ბერკეტი, რომელიც საქართველოს ჰქონდა, ასე უბრალოდ გაანიავა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

„ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ რუსეთის ძახილით რაღაც განწყობები შექმნან, მაგრამ ყოველ ზღვარს მიღმაა მათი მცდელობები, რადგან ქართველი ხალხი ხედავს, რომ ხელისუფლებას წარმატებული საგარეო პოლიტიკა აქვს. ჩვენ ვართ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ეს გადაწყვეტილება ყველა ამ კითხვას სცემს პასუხს", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×