რეზონანსი
18.12.2023

ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ" და ჩვენმა ხალხმა ერთად მოიპოვა ის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელიც მივიღეთ ჩვენ,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მონიჭებაში უდიდესი როლი შეასრულა საზოგადოებამ.

„წელიწად ნახევრის წინ ოპოზიციამ ვერ ააღელვა ხალხი, ვერ გამოიყვანა დესტრუქციულად ისინი ხელისუფლების არასაარჩევნო გზით შესაცვლელად და დასამხობად. ეს ვერ მოახერხა ოპოზიციამ და ამას ვერ გააკეთებს ვერასდროს. აბსოლუტური სიმართლეა ის, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭებაში უდიდესი როლი შეასრულა ჩვენმა საზოგადოებამ. სწორედ საზოგადოება იყო, ვინც დაიცვა მშვიდობა. საზოგადოება იყო, ვინც სწორად შეაფასა ხელისუფლების სწორი ნაბიჯები. ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ" და ჩვენმა ხალხმა ერთად მოიპოვა ის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელიც მივიღეთ ჩვენ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×