რეზონანსი
18.12.2023

ჩვენი საერთო მტრები მთელ მსოფლიოში აკვირდებიან და იციან, რომ ისრაელის გამარჯვება არის თავისუფალი სამყაროს გამარჯვება, რომელსაც შეერთებული შტატები უდგას სათავეში, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ამერიკელ კოლეგასთან, ლოიდ ოსტინთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ჩვენ ვიბრძვით სასტიკ მტერთან, რომელიც იმალება მშვიდობიანი მოსახლეობის უკან", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

იოავ გალანტმა პირობა დადო, რომ ისრაელი გააგრძელებს ღაზაში საბრძოლო მოქმედებებს მანამ, სანამ "ჩვენ სრულად არ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს".

"ჩვენ ვიცით ომის სირთულე. ჩვენ სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლის გამოცდილება გვაქვს. ვიცით, რომ ამას დრო სჭირდება. ჩვენი მტრებისგან განსხვავებით, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ღირებულებებს და ვმოქმედებთ საერთაშორისო სამართლის მიხედვით", - დასძინა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×