რეზონანსი
18.12.2023

აშშ არ კარნახობს ისრაელს ომის პირობებს ან ვადებს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა.

ოსტინის თქმით, აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის თავის დაცვის უფლებისადმი ძალიან მყარია.

„მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ ისრაელს ვუკარნახო ვადები ან პირობები ოპერაციისთვის", - აღნიშნა ოსტინმა.

ოსტინმა, თელ ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ისრაელის პრეზიდენტთან, ისააკ ჰერცოგთან და ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან ომის შემდგომი ღაზის შესახებ მიზნები და ამოცანები განიხილეს. მისივე თქმით, ეს მოიცავდა იმას, თუ როგორ უნდა შემცირდეს ზიანი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ გააგრძელებს ისრაელელი სამხედროებისთვის იარაღის მიწოდებას და მოუწოდა მათ, შეამცირონ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობა კონფლიქტის ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისადმი ერთგული რჩება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×