რეზონანსი
18.12.2023

  ევროკავშირის გადამეტებული დემონიზაცია არავის სჭირდება - იქ ისედაც მიმდინარეობს ის პროცესი, რომლითაც ყველას ძალიან კარგად ესმის, თუ რა უშლის ხელს მათ იდენტობას, ტრადიციებს, სარწმუნოებასა და ა.შ., - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის" წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრმა ბევრმა ქვეყანამ თქვა უარი ისეთი კანონების მიღებაზე, რომლებიც საქართველოს მოსახლეობასაც არ სურს, რომ ქვეყანაში მოქმედებდეს.

„ევროკავშირში ძალიან სერიოზული და საინტერესო პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს. მაგალითად, მოულოდნელი არჩევნები ჩატარდა ნიდერლანდებში, სადაც გაიმარჯვა პარტიამ, რომელსაც ერთ-ერთ პირველ ამოცანად აქვს ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესის ინიცირება. ძალიან საინტერესო არჩევნები იქნება ბელგიაში, სადაც, ასევე, ულტრამემარჯვენე პარტია ლიდერობს, რომელთაც, საერთოდ, საკუთარი ქვეყნის ორად დაყოფის იდეა აქვთ. იტალიაში უკვე ჩატარდა არჩევნები და ძალიან საინტერესო, მემარჯვენე პრემიერ-მინისტრი ჰყავთ და ა.შ. შესაბამისად, ევროკავშირის გადამეტებული დემონიზაცია არავის სჭირდება - იქ ისედაც მიმდინარეობს ის პროცესი, რომლითაც ყველას ძალიან კარგად ესმის, თუ რა უშლის ხელს მათ იდენტობას, ტრადიციებს, სარწმუნოებას და ა.შ. ამიტომ არის გაძლიერებული ულტრამემარჯვენეთა მოძრაობები, რომლებიც, ამა თუ იმ ქვეყნებში, იღებენ ხელისუფლების სადავეებს ხელში და საკუთარ ქვეყანას მათთვის და ქვეყნისთვის უფრო მისაღები კანონებით უვლიან.

ისეთი არაფერი უნდა მიიღო, მათ შორის, არც კანონი, რაც შენს საბაზისო ფასეულობებს აკნინებს და საფრთხის ქვეშ აყენებს. არის ევროკავშირის წევრი ქვეყნები (ბულგარეთი, ლიეტუვა, სლოვაკეთი, ავსტრია, უნგრეთი, რუმინეთი და ა.შ), რომელთაც არ მიიღეს ის კანონები, რომლის მიღებაც საქართველოშიც ეშინიათ. გასაგებია თუ რაზე ვსაუბრობ", - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×