რეზონანსი
18.12.2023

2024 წელს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვიხილავთ. ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთი ახალ ვითარებას უნდა გაუმკლავდეს.

„უკრაინაში კონფლიქტის განვითარება გვიჩვენებს, რომ მომავალ წელს, სავარაუდოდ, გარკვეულ მნიშვნელოვან ცვლილებას ვიხილავთ და ჯერჯერობით ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით არ იქნება. შეიქმნება ახალი ვითარება, რომელსაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ", - განაცხადა პეტრ პაველმა.

პეტრ პაველმა აღნიშნა, რომ იგი რუსეთსა და აშშ-ში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებს გულისხმობდა.

„მოსალოდნელია, რომ არჩევნების მოლოდინი ბრძოლის ველზე გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს. ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტმა პუტინმა ნათლად აჩვენა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები არ შეიძლება შედგეს იქამდე, სანამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი", - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×