რეზონანსი
18.12.2023

უკვე 10 საათია, ექიმები 2 წლის ლაზარეს ურთულეს ოპერაციას უტარებენ. მცირეწლოვანი ბავშვი, ძმასთან ერთად პიტბულმა დაკბინა. მოზარდს თავი აქვს დაზიანებული და თავზე კანის გადანერგვა სჭირდება. შემდეგ ყველაზე რთული, 48 საათი იწყება, როცა მცირეწლოვანს მედიკოსები დააკვირდებიან. ახლა ყველაზე მთავარია, მიიღებს თუ არა ლაზარეს ორგანიზმი გადანერგილ კანს. ექიმები არ გამორიცხავენ, რომ მას ქირურგიული ჩარევა კიდევ რამდენჯერმე დასჭირდეს.

საზარელი შემთხვევა, როდესაც აგრესიული ძაღლი ბავშვებს დაესხა თავს, საცხოვრებელი სახლის წინ მოხდა. ვის ეკუთვნის ცხოველი, უცნობია, მას არც ერთი საიდენტიფიკაციო ნიშანი არ აქვს. ძაღლი მერიის გამოძახების შემდეგ, ცენტრის წარმომადგენლებმა თავშესაფარში გადაიყვანეს. სავარაუდოდ პატრონს პიტბული ახალი მიტოვებული ჰყავს, ამას რამდენიმე ფაქტი ადასტურებს. ადამიანის ოთხფეხა მეგობარი არ არის აღრიცხვაზე და არც სპეციალური ნიშანი აქვს ყურზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×