რეზონანსი
18.12.2023

იუსტიციის სამინისტროს სახელით მადლობას ვუხდი მთავრობის მეთაურს ძლიერი მხარდაჭერის, მუდმივი მოტივაციისა და ღირსეული ლიდერობისთვის, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს და პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშს ეხმაურება.

რატი ბრეგაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში იყო ღირსეული და კვალიფიციური.

„პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვრცელი ანგარიში იყო ღირსეული, კვალიფიციური და ადამიანური ბუნების მქონე ლიდერის დიალოგი საზოგადოებასთან იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც მთავრობამ მის კომპეტენციაში შემავალი ყველა მიმართულებით გასწია. ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთი მადლობა გადაუხადა ქვეყნის სამსახურში მყოფ საჯარო მოხელეებს, რომელთა ერთობით და პროფესიონალიზმით საქართველომ ხელშესახებ შედეგებს მიაღწია 2012 წლიდან

ვისარგებლებ შემთხვევით და იუსტიციის სამინისტროს სახელით მადლობას ვუხდი მთავრობის მეთაურს ძლიერი მხარდაჭერის, მუდმივი მოტივაციისა და ღირსეული ლიდერობისთვის", - წერს რატი ბრეგაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×