რეზონანსი
20.12.2023

მამაკაცი, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ტულონში სავარაუდოდ ცოლმა მოკლა, 31 წლის მარად სურმანიძეა.  მოკლულის მეზობლები ადასტურებენ რომ კონფლიქტი ცოლ-ქმარს შორის ხშირად ხდებოდა ბათუმშიც, სადაც ოჯახი საფრანგეთში წასვლამდე ცხოვრობდა. 

ცოლ - ქმრის კონფლიქტს ადასტურებენ ბრალდებული ქალის ოჯახშიც. 28 წლის ლანა ხუნწარიას დედა "მთავარ არხს" უყვება, რომ მისი შვილი ხშირად იყო ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, თუმცა კონკრეტულად რა მოხდა მკვლელობის დღეს, სავარაუდო ვერსიებზე საუბარი უჭირს.  

წყვილს ხუთი შვილი ჰყავს, ბავშვები ამჟამად თავშესაფარში არიან.  ქმრის მკვლელობაში ბრალდებული კი  ტულონში, დროებითი მოთავსების იზოლატორშია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×