რეზონანსი
20.12.2023

მოდის საარჩევნო წელი. აუცილებლად მნიშვნელოვანი არის გარკვეული ახალი ადამიანი იქნება, ჯგუფები იქნება თუ ა.შ. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან დიდ როლს ითამაშებს იმაში, რომ ჩვენ გარდაუვალ გამარჯვებამდე მივიდეთ, - ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ექსპრეზიდენტის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს ოპოზიციის გაერთიანების შესახებ.

ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ ამ გაერთიანებაში შეიძლება ნიკა გვარამიაც აღმოჩნდეს.

სახელებსა და გვარებზე ვერ ვისაუბრებ. არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი - ნიკა გვარამია არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ჩვენი ქვეყნისთვის და, რასაკვირველია, ძალიან მოხარული ვიქნები თუ ჩვენ გვერდით იქნება.

მე არც დანარჩენი გვარები ვიცოდი. მასთან [სააკაშვილთან] მხოლოდ იმ ადამიანებთან დაკავშირებით მაქვს კომუნიკაცია, რომლებიც აუცილებლად უნდა გახდნენ ჩვენი ნაწილი. მოდით მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით კეთდება ყველაფერი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×