რეზონანსი
20.12.2023

რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ევროკავშირის სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი წააგო.

მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში ვლადიმირ პუტინის დავალებით რუსული არმია უკრაინაში შეიჭრა, ევროკავშირმა რუსი მაღალჩინოსნების, მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესმენების წინააღმდეგ სანქციები მიიღო. აბრამოვიჩის მსგავსად, რუსი ბიზნესმენების რამდენიმემილიონიანი აქტივები გაიყინა.

აბრამოვიჩმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

სასამართლომ ბრიუსელში სარჩელი არ დააკმაყოფილა, ასევე არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნები კომპენსაციასთან დაკავშირებით, ასევე აღნიშნა მისი როლი ფოლადის კომპანია Evraz-ში და მიუთითა, რომ ფოლადი რუსეთის მთავრობის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს.

აბრამოვიჩი, რომელიც ისრაელის მოქალაქეობასაც ფლობს და საფეხბურთო გუნდ "ჩელსის" ყოფილი მფლობელია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბიზნესმენად იქცა. Forbes მის ქონებას $9,2 მილიარდად აფასებს.

განცხადებაში, რომელიც მისი სახელით გამოქვეყნდა, აბრამოვიჩი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.

მისი თქმით, სასამართლომ არ გაითვალისწინა საბჭოს მიერ გამოყენებული ზოგიერთი არგუმენტი, მათ შორის წინადადება იმის შესახებ, რომ აბრამოვიჩმა რუსეთის მთავრობისგან სარგებელი მიიღო - რაც მისი თქმით, მცდარია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×