რეზონანსი
20.12.2023

ვენეციის კომისიის მხრიდან სწორება არის პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებაზე - ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა აქ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის მოცემულობა, რომელშიც გვიწევს ოპოზიციასთან საპარლამენტო ცხოვრება, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ვენეციის კომისიის მხრიდან სწორება არის პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლიტიკურ შეთანხმებაზე - ამაში გასაკვირი არაფერია. შესაძლებელი და ლოგიკურიც არის, რომ კონკრეტული ორგანიზაციების სწორება მიმართული იყოს შეთანხმებაზე, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა დააახლოონ პოზიციები. თუმცა აქ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის მოცემულობა, რომელშიც გვიწევს ოპოზიციასთან საპარლამენტო ცხოვრება. საზოგადოებას ახსოვს, რომ შევქმენით სამუშაო ჯგუფები და კონკრეტული რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან იყო ქილიკი, რომ მათ ამ სამუშაო ჯგუფებში შემოსვლის არანაირი ინტერესი არ ჰქონდათ და თითქოს ეს იყო ერთგვარი ფანდი. როდესაც ასეთ რეკომენდაციას ვიღებთ, გათვალისწინებული უნდა იყოს კონტექსტი - ჩვენ არ გვიწევს ისეთ მოცემულობაში მუშაობა, როცა ოპოზიციას აქვს იმის პოლიტიკური რესურსი და გამბედაობა, რომ კარგზე თქვას, კარგიაო“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიისა და ოდირის ერთობლივ დასკვნაში წერია, რომ შეთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×