რეზონანსი
20.12.2023

გისურვებთ ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულება იყოს ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა - ამ სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში, მართლმსაჯულების სახლის გახსნაზე შეკრებილ იურისტებს, რომლთა შორისაც იყვენენ უფლებადამცველები აფხაზეთიდან.

სალომე ზურაბიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა დაგანაცხადა, რომ ევროკავშირის სტატუსის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ მართლმსაჯულებაში გადამწყვეტი ნაბიჯები გადაიდგას.

ზოგადად, ძალიან კარგად დამთავრდა და ძალიან ბევრი სასიხარულო ამბავი გვაქვს ამ წლის ბოლოსთვის. შეიძლება, მთელი წელი ასეთი არ იყო, მაგრამ ის, რაც მოხდა ამ დღეებში, ყველასთვის არის სასიხარულო. ყველას მინდა მოგილოცოთ, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ეს არ არის პატარა საქმე. ამაზე მერე დიდხანს ვიმსჯელებთ, თუ ეს რას ნიშნავს, რას მოიცავს და რას მოითხოვს ჩვენგან, რადგან ძალიან ბევრს მოითხოვს. არაფერი არ ხდება ცხოვრებაში მარტივად და ალბათ, ესეც არ მოხდა მარტივად. ამასაც სჭირდება მომზადება, სჭირდება იმ ხალხის და ახალგაზრდების მხარდაჭერა, ინტერესი. ინტერესი და ნება თუ არ არსებობს რაიმე საქმის მიმართ, მაშინ ეს გადადის ინერციაში და არასაინტერესო ხდება და არაქმედითი. ამიტომ მინდა, მოგილოცოთ ეს დღევანდელი დღე. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ქალაქში, ამ რეგიონში იყოს პირველი ფილიალი, რადგან სასამართლო, მართლმსაჯულება არის ის, რაც ყოველივე ქართველს ამოძრავებს. რისი არარსებობა ყოველივე ქართველისგან იწვევს წინააღმდეგობას და ზოგჯერ ისეთ პროტესტს, რომელიც ქუჩაში გადადის. არაეკონომიკური და არაყოფითი საკითხები უფრო უსამართლობაა. ამიტომ იყო ყოველთვის და ეს ძალიან ღრმად არის ქართულ გენეტიკაში, ან მოსამართლე იყო, ან ექიმი და ამას მოყვებით თქვენ. მე გისურვებთ, თქვენ მომავალ საქმეში, კარიერაში, იცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულება და სასამართლო იქნება ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა, როგორზედაც ჩვენ ვოცნებობთ და არამხოლოდ ჩვენ, ჩვენი წინა თაობები და იყო საქართველოში ბევრი პერიოდი, როდესაც არსებობდა თავისუფალი, დამოუკიდებელი, ძლიერი სასამართლო. იყო ასევე პერიოდი, მთელი ეს საბჭოთა პერიოდი, რომელმაც გადაგვაჩვია იმას, თუ რას ნიშნავს დამოუკიდებელი, თავისუფალი სასამართლო და იმის მერე ისევ დავიწყეთ სწავლა, მიჩვევა იმისი, თუ რას ნიშნავს დამოუკიდებელი სასამართლო და მივდივართ ამ გზით. იყო პროგრესი, იყო რეგრესი, იყო ისევ პროგრესი და იმედი მაქვს, რომ ვნახავთ ამ წლებში და პირველ რიგში, მომავალ წელს, რადგან ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ამ სტატუსის, რომ ჩვენ ამ საკითხში მართლაც გადავდგათ გადამწყვეტი ნაბიჯები. ამისი მონაწილეები იქნებით ყველა თქვენ", - განაცხადა პრეზიდენტმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×