რეზონანსი
22.12.2023

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრა­ღა­ში, კარ­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლია 15 (მათ შო­რის თავ­დამ­სხმე­ლი) და დაჭ­რი­ლია 30-მდე ადა­მი­ა­ნი.

რო­გორც ჩე­ხე­თის მე­დია სტუ­დენ­ტებს შო­რის გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, თავ­დამ­სხმე­ლი 24 წლის ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, დე­ვიდ კო­ზა­კი იყო, რო­მე­ლიც ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და.

თავ­დას­ხმის მო­ტი­ვი ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია. პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, გუშინ დი­ლით თავ­დამ­სხმე­ლის მამა სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

მერე კი გამვლელებმა გამაოგნებელი რამ დაინახეს. აივანზე იდგა შავებში ჩაცმული შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც სპეციალური იარაღით უმიზნებდა ქვემოთ მყოფ ადამიანებს. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა სათითაოდ, დამიზნებით  მოკლა თავისი მსხვერპლი.

პოლიციამ კი განაცხადა, რომ მსროლელი "ლიკვიდირებულია" საღამოს 4 საათზე - სასიკვდილო ხოცვა-ჟლეტის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ!

 ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული წინასწარი ინფორმაციით, პრაღაში ხალხის მასობრივი დახოცვა არ უკავშირდება საერთაშორისო ტერორიზმს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×