რეზონანსი
22.12.2023

მინდა აბიტურიენტები და მათი მშობლები დავამშვიდო, რომ უახლოეს მინიმუმ 2-3 წელიწადში არავითარი ცვლილებები არ და ვერ დაიგეგმება და შესაბამისად, მათ ჩვეულ სტილში გააგრძელონ მომზადება ეროვნული გამოცდებისთვის, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, ამ ეტაპზე სკოლებში არ გვაქვს არანაირი განმსაზღვრელი შეფასებები. შეფასება, რომელიც ერთი მხრივ, დაგვანახებს სისტემას და მეორე - სკოლას უნდა დაუბრუნდეს თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია და როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაა, ბავშვის ცოდნა სკოლის დამთავრების დროს უნდა გავზომოთ. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ ეროვნულ შეფასებასა და ტრანზიციაზე უმაღლეს თუ პროფესიულ განათლებაში. 2025 წელს გვინდა საპილოტედ დავნერგოთ მე-6 კლასის ბოლოს. ეს იქნება სადიაგნოსტიკო და არ იქნება სავალდებულო. არ გვინდა ბავშვები ტესტებით გადავღალოთ, ამიტომ იქნება 2 ან 3. 2027 წლიდან უკვე იქნება მე-9 კლასში, ხოლო 2027 წლიდან კი ვფიქრობთ, რომ მე-12 კლასის ბოლოს იქნება გადამწყვეტი, განმსაზღვრელი ეროვნული შეფასება. ეს ქულა იქნება მნიშვნელოვანი კომპონენტი უნივერსიტეტში მისაღებად.

გვინდა, სკოლებს ეტაპობრივად მეტი დამოუკიდებლობა მივანიჭოთ, მეტი აკადემიური თავისუფლება მივანიჭოთ მასწავლებლებს, ვინაიდან მათ მეტი შემოქმედებითობა, მეტი გამოხატვის უნარები ჰქონდეთ, ინდივიდებს მიუდგნენ საჭიროების მიხედვით, სასწავლო პროცესი და შეფასების ფორმები თავად გადაწყვიტონ, თუ რომელი ჯობია. აქ არ უნდა გაჩნდეს აღქმა, თითქოს, სამინისტრო გადის ამ პროცესიდან და დამკვირვებლის როლში გადადის. არა მეგობრებო, პირიქით. ჩვენ გვინდა, მეტი უფლებამოსილებების დელეგირება. რა თქმა უნდა, ეს მეტ პასუხისმგებლობებსაც ნიშნავს, მაგრამ იმავდროულად ჩვენ გაორმაგებული და გასამმაგებული ძალისხმევით მათ გვერდზე ვართ, რომ უზრუნველვყოთ ის განმავითარებელი და მხარდამჭერი სერვისები, რომელიც ამ პროცესს სჭირდება“, - აღნიშნა "იმედის" ეთერში მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×