რეზონანსი
22.12.2023

მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ, ოპოზიციისთვის შეთავაზებულ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის შექმნას, პოლიტიკოსები ეხმიანებიან. ოპოზიციური სპექტრის ერთი ნაწილისთვის "ნაციონალურ მოძრაობასთან" ნებისმიერი სახით თანამშრომლობა მიუღებელი რჩება, ხოლო მეორე ნაწილისთვის ამ დრომდე გაუგებარია თუ რა შინაარსი აქვს ე.წ. სუპერ პაკის წინადადებას.

პარტია "გირჩის" თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი იდეა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა თქვა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაივიწყა.

"ვინაიდან ამას არ მოყვა სათანადო რეაგირება, მივხვდით, რომ ეს არის ერთ-ერთი იდეა, რომელიც თქვა მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ დაივიწყა "ნაცმოძრაობამ". ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა იგულისხმება "სუპერ პაკში", თუ მასში რამე კარგი იგულისხმება, მზად ვარ არათუ გაერთიანებაზე, არამედ თავმჯდომარეობაზეც ვიფიქროთ, მაგრამ თუ შინაარსს თვითონ ვერ იგებენ "ნაცები", ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×