რეზონანსი
22.12.2023

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდნენ. ისინი არც ადასტურებენ და არც უარყოფენ, ისაუბრეს თუ არა სალომე ზურაბიშვილთან გრიგორიადისის შეწყალების საკითხზე.

როგორც გრიგორიდისის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ აღნიშნა, შეწყალებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან საქმეზე განაჩენი ჯერ არ გამოცხადებულა.

„ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტის სასახლეში ვიყავით, თუმცა ვის და რა საკითხთან დაკავშირებით შევხვდით, ამ თემაზე კომენტარს ამ ეტაპზე არ ვაკეთებთ. ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან სისხლის სამართლის საქმეზე არც გამამტყუნებელი და არც გამამართლებელი განაჩენი არ დამდგარა. შესაბამისად, შეწყალებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, როგორც დაცვის მხარე, ისე თვითონ მჯავრდებული აუცილებლად მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც მისი პირდაპირი უფლებაა", - განაცხადა ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ „კურიერთან".

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილისგან მოულოდნელი არაფერია. ოპოზიციის ნაწილი კი პრეზიდენტს გრიგორიადისის შეწყალებისკენ მოუწოდებს.

საქმეზე დარჩენილია მხოლოდ დაცვის მხარის მტკიცებულებების შესწავლა, რის შემდეგაც, მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. გამოძიება ლაზარე გრიგორიადისს პოლიციელებზე თავდასხმას და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება. საუბარია შვიდი რვა მარტის აქციების დროს ეგრეთწოდებული „მოლოტოვის კოქტეილის" სროლაზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×