რეზონანსი
22.12.2023

პატიმრის საპატიმროში გადაყვანაზე გადაწყვეტილება მხოლოდ იუატიციის სამინისტროს და შესაბამისი უწყების მიერ მიიღება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან საკითხზე პოლიტიკური განცხადებების კეთება თვალთმაქცობაა.

„ამ სისტემაში 2013 წლიდან ვმუშაობდი და რა პოზიციაც მაშინ მქონდა, იგივე პოზიცია მაქვს დღესაც. გადაწყვეტილებები მიიღება ადამიანის უფლებების პრინციპების გათვალისწინებით, მხოლოდ და მხოლოდ იუატიციის სამინისტროს და იმ უწყების მიერ, ვისაც ეხება პატიმრების გადაყვანა. ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური განცხადებების კეთება თვალთმაქცობა და სააკაშვილისგან გამიჯვნის მცდელობებია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან უხარისხო პოლიტიკური ტრიუკია", - განაცხადა არცილ თალაკვაძემ.

პარტია „საქართველოსთვის" ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს. „მოვუწოდებთ „ოცნებას", შეწყვიტოს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარმიზნების მისაღწევად, ნუ ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას" ხელახლა გაერთიანებაში და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, მიხეილ დაუშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×