რეზონანსი
23.12.2023

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ქვეყნისთვის, ბიზნესისთვის, ფერმერებისთვის, ინვესტიციის მოზიდვისთვის და ასევე ეს არის წვდომა მხარდაჭერის იმ მექანიზმებზე, რომელიც ევროკავშირს კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის აქვს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ერთ-ერთი მხარდამჭერი მექანიზმი - IPARD, რომელიც გულისხმობს და ითვალისწინებს კანდიდატი ქვეყნებისთვის მხარდაჭერას სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების მიმართულებით და ა.შ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ სოფლის განვითარების სააგენტო გარდაიქმნას ევროპული ტიპის გადამხდელ სააგენტოდ, რათა მას ჰქონდეს საშუალება, რომ მხარდამჭერის მექანიზმების საშუალებით განახორციელოს კონკრეტული მხარდამჭერი პროექტები“, - აღნიშნა შამუგიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×