რეზონანსი
23.12.2023

რუსებმა ხერსონის საცხოვრებელ უბნებზე ამ საღამოს თავდასხმების სერია მოაწყვეს. შედეგად, ქალაქში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა.

სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, რომან მროჩკოს ცნობით, დაახლოებით 18:00 საათზე ოკუპანტებმა მასიური შეტევა დაიწყეს ხერსონზე.

ქალაქის რამდენიმე უბანში ძლიერი აფეთქებები მოხდა. ამის შემდეგ კი ხანძარი გაჩნდა. მტერი ტრადიციულად უტევდა საცხოვრებელ ადგილებს.

მოგვიანებით ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს.

"გაზის ქსელებზე აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებასაც გაუჩნდა", - წერს ის.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×