რეზონანსი
25.12.2023

გუდაურში ისევ გადაუღებლად თოვს. ცოტა ხნის წინ ადგილზე 

გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები გამოჩნდენენ. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა. სპეციალისტები ახლა მთელ პერიმეტრს დრონებით ათვალიერებენ. თოვლის, ყინვის, დაბალი ხილვადობის და ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ტრანსპორტისთვის  გზა ჩაკეტილია.

ლარსის გახსნას ელოდებიან ავტობუსის მგზავრებიც. რუსეთისკენ მიმავალ სამგზავრო ტრანსპორტში მცირეწლოვანი ბავშვებიც  იმყოფებიან. ლარსთან გაჩერებულია ავტობუსი, რომელშიც 49 მგზავრი ზის. 

მოსკოვში მივდივარ შვილთან, რომ მიმელოცა ახალი წელი, მაგრამ გონი, აქ ვიქნები ახალ წელს. ვერ გადავდივართ. მესამე დღეა აქ ვართ, როდის წავალთ ვერავინ გვეუბნება, - ამბობს ერთ-ერთი მგზავრი. 

კიდევ ერთი მოქალაქე ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობს.

მესმის, რომ ბუნებაა, მაგრამ ხალხი რომ ჩარჩენილები ვართ, ხომ შეიძლება რამე ყურადღება მოგვაქციონ?, - ამბობს მგზავრი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×